სოფელ მუხურში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში ,მდინარე ხობისწყალზე ჰიდროელექტროსადგურ „ხობიჰესი 2“-ის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, სამუშაოების მენეჯერ მამუკა ბოკერიასთან ერთად დაათვალიერეს. პროექტს შპს ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე, სამუშაოებში დასაქმებულია 45 - მდე ადამიანი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ხიდის მშენებლობა მდინარე გვალაშარაზე, მოეწყო ხიდ-ბოგირი მდინარე ნოხუერზე, მიმდინარეობს გზის მშენებლობა პორტალის სათავე ნაგებობამდე,სადაც დაიწყება გვირაბის 6-კმ.იანი მონაკვეთის მოწყობა. „ხობიჰესი-2“-ის დადგმული სიმძლავრე 41,5 მგვტ, იქნება. პროექტის გათვალისწინებით სამუშაოები 2020 წლისთვის დასრულდება. მშენებლობისთვის დაახლოებით 75 000 000 აშშ დოლარი დაიხარჯება.