ოლიმპიური კვირეულის ფარგლებში გარბენი გაიმართა

26 June, 2018

დღეს, დაბა ჩხოროწყუში, ოლიმპიური კვირეულის ფარგლებში, მასობრივი გარბენი ჩატარდა,რომელშიც ათობით ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობა მიიღეს ასევე მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა. ჩხოროწყუში ღონისძიება სამეგრელო ზემო სვანეთის ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა . საუკეთესო ათეულს, ოლიმპიური სიმბოლიკით, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული მაისურები გადაეცათ. გამარჯვებულები, ასევე, თასებითა და დიპლომებით მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დააჯილდოვა. “ოლიმპიურ დღეს” მთელი მსოფლიო აღნიშნავს და იგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებას უკავშირდება. აღნიშნული ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მესამედ აღინიშნა.

.

 

Share page