დაბის კეთილმოწყობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაბა ჩხოროწყუს კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ➡ამ ეტაპზე დაბის ცენტრში მდებარე სკვერი და გობეჩიას ქუჩაზე გარე განათება მოეწყო.დასრულდა, ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის გადახურვითი და მეორე სართულის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ შენობაში სპორტდარბაზია განთავსებული. ➡დაბის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 183 000 ლარია გამოყოფილი. ➡სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ანტურაჟი“ ასრულებს. ➡პროექტის ფარგლებში, დაბაში, შენგელიას ქუჩის გადაკვეთაზე წრე საათი, ჭავჭავაძისა და გობეჩიას ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშნები მოეწყობა.