მერმა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში მონიტორინგი განახორციელა

2 May, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ხარისხის კონტროლის ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლებში პროგრამის -,,ტუბერკულოზის, აივ ინფექცია /შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პატრნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის ’’ ფარგლებში მონიტორინგი განახორციელეს. პროგრამა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერითა და ჩართულობით, ტუბერკულოზის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიზნად ისახავს ამ დაავადებით ინფიცირებულ პირთა გამოვლენას და მკურნალობას. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ტუბერკულოზის და შიდსის დიაგნოსტირებითა და მკურნალობით. დღეისათვის აღნიშნულ დაავადებებზე დასკრინულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1398 ადამიანი.

Share page