სპორტის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ღონისძიება მიეძღვნა
18 აპრილს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მძლეოსნურ გეზრბენში,მინი ფეხბურთში,ფრენბურთში,ჭადრაკსა და ბადმინტონში. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 500 -მდე მოხალისემ. გამარჯვებულები დიპლომებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა.