მერმა დაბა ჩხოროწყუში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

15 March, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაბა ჩხოროწყუს კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე დაბის ცენტრში მდებარე სკვერის მოწყობა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნულ შენობაში სპორტდარბაზია განთავსებული. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ანტურაჟი“ ასრულებს. დაბის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 183 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში დაბაში, შენგელიას ქუჩის გადაკვეთაზე წრე საათი, გობეჩიას ქუჩაზე გარე განათება, ჭავჭავაძისა და გობეჩიას ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშნები მოეწყობა.

 

Share page