მერი ქალბატონებს სახლში ეწვია და დედის დღე მიულოცა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოციალურად დაუცველ,მრავალშვილიან დედას - ინგა გაფრინდაშვილს, ღვაწლმოსილ ექიმ ჯულიეტა სახურიას, საპატიო ჩხოროწყუელ ნუნუ ქებურიას, ღვაწლმოსილ პედაგოგ აველინა გოგუას სახლში ეწვია, თაიგულები მიართვა მათ და დედის დღე მიულოცა.