კომისის სხდომა
დღეს, საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დღით წესრიგით განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქიმბაქტი“-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: დ. დარსალია - საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/.
2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: დ. დარსალია - საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს კენჭი უყარეს ბიუროს სხდომაზე გასატანად .