კულტურის სახლში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ქორეოგრაფების, სალომე ჩიქოვანისა და ლაშა გაბედავას ინიციატივითა და ორგანიზებით , საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,მარდუქი“, ,,ომარტე“ და ,,ნაცხა“ . ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე ფოლკლორული ანსამბლები ,,მახარია“ და ,,კოლხა“. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. საახალწლოდ მათ საჩუქრები გადაეცემათ. საქველმოქმედო კონცერტს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.