სოფელ ხაბუმეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

4 November, 2017

დღეს სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, წალენჯიხა–ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპურტატმა გოგა გულორდავამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ხაბუმეში,(მოიდანახეს უბანი), ახალი საბავშვო ბაღი გახსნეს. საბავშვო ბაღის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მშენებლობისთვის 195 000 ლარი დაიხარჯა. ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა. კეთილმოეწყო ეზოც. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი . მოიდანახეს უბანში აქამდე საბავშო ბაღი არ იყო და სასაწავლო–სააღმზრდელო პროცესი სკოლის შენობაში მიმდინარეობდა.

 

Share page