დათო გოგუა მერის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა

13 November, 2017

ჩხოროწყუს ახალარჩეული მერი დათო გოგუა უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.  მან დღეს თაია –ნაფიჩხოვოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზის რეაბილიტაცია ასფალტო–ბეტონის საფარით მიმდინარეობს.  პროექტი გარდამავალია. ის 1 800 000 ლარით რეგ. განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.  სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ინდიკო“ ასრულებს.  ამ ეტაპზე გზის მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში დაიწყება ასფალტის საფარის დაგება.

 

Share page