დაბა ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში პოეზიის საღამო გაიმართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, დღეს დაბა ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში ,ადგილობრივი და მოწვეული პოეტების მონაწილეობით , პოეზიის საღამო ჩატარდა. საღამოს ესწრებოდა მამა პეტრე (კვარაცხელია), რომელმაც საკუთარი ლექსი წაიკითხა. ასევე, საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს პოეტებმა: გიორგი გულუამ, შოთა წურწუმიამ, კოტე ნაჭყებიამ, ნიკა ლაშხიამ, ნიკა კვესელავამ, საბა ხვიჩიამ, ჯანო გოგუამ. საღამოს, პოეზიის მოყვარულებთან ერთად , მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ესწრებოდა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ლამაზი საღამოსთვის პოეტებს მადლობა გადაუხადა.