სოფელ ნაფიჩხოვოში ტრადიციული სახალხო ზეიმი ჩატარდა
21 სექტემბერს ნაფიჩხოვოში სახალხო ზეიმი ,,ნაფიჩხოვობა"(ომარტობა) გაიმართა. სოფელში ის ტრადიციულად ყოველ წელიწადს აღინიშნება. ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ეკლესიის ეზოში საზეიმო წირვა–ლოცვა ჩაატარა მამა გიორგიმ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ სოფლის მოსახლეობას ,,ნაფიჩხოვობა“ და ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა. ,,ნაფიჩხოვობასთან“ დაკავშირებით, სოფელში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა. გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ფულადი პრიზებით, ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ადგილობრივი მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები და სხვადასხვა მენიციპალიტეტის გამგებლები ესწრებოდნენ.