სარაქონის უბანში ასფალტის საფარი დაიგო
მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ, სოფელ კირცხში, სარაქონის უბანში ჩატარებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ უბანში დასრულდა გზის მოასფალტება. ასფალტო–ბეტონის საფარი 2კმ–ს მანძილზე დაიგო. სამუშაოები 440087 ლარით დაფინანსდა. აქედან რეგ.განვითარების ფონდიდან 395550 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44537 ლარი გამოიყო. სამუშაოები შ.პ.ს. ზუგდიდის საგზაო სამმართველომ შეასრულა. დათო გოგუა ასევე შეხვდა მოსახლეობას და მათ საჭიროებებს გაეცნო. ადგილობრივებმა, შესრულებული სამუშაოსთვის მადლიერება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ გზა ავარიული იყო და გადაადგილება ამ მონაკვეთზე წლების მანძილზე პრობლემას წარმოადგენდა. ასფალტის საფარის დაგება დასრულდა სოფელ ჭოღაშიც.