გამგებელმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

15 September, 2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და გამგებლის მოადგილეები მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვეს მათ. სასწავლო წელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში განახლდა. მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ სახელმძღვანელოები , პირველკლასელებმა კი წელს , წიგნებთან ერთად, ბევრად უფრო გაუმჯობესებული სისტემის მქონე ნეტბუკები მიიღეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში წელს 244 პირველკლასელი მივიდა.

 

Share page