არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

Publish date: 25 August, 2017
End date: 13 September, 2017
მოკლე აღწერილობა
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
პირობა

1.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს   მშენებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეძენილ მიწის ნაკვეთზე  თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებელი შენობის აშენება, რომლის ესკიზი წინასწარ შეთანხმებული უნდაიყოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან;  

ბ) მშენებლობა  დაიწყოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 თვეში დადაასრულოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24  თვეში;

გ) მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში უზრუნველყოს შენობის ექსპლუატაციაშიშეყვანა;

დ)  არ  დატვირთოს მიწის ნაკვეთი სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა პირთა სასარგებლოდ იმდაგვარად, რითაცშეუძლებელი გახდება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენება ან/და ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტისგამგეობის  წინაშე ნაკისრი სხვა ვადებულებების შესრულება;

ე)  აუქციონზე  შეძენილი ქონების სრული ღირებულების 50% გადაოს შესაბამისი  ნასყიდობისხელშეკრულების გაფორმებიდან  2 თვის ვადაში, ხოლო დარჩენილი 50% - შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4  თვის ვადაში.

აღწერილობა

ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ჩხოროწყუში, ქებურიას ქუჩაზე  მდებარე26393.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  პრივატიზება ხდება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით.

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“ (აგრეთვე მიმაგრებულია ფაილი), ასევესაქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებულიმუნიციპალიტეტის ქონების  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისისაპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორებისწესები, ამ წესებში იხილეთ ასევე აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ქონებისმიმღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიქონების მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები.

ყურადღება:

ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ქონების  შემძენი შეიძლება იყოსფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ანსაქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

ვებგვერდზე www.eauction.ge-ზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულებისგადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმებიშეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) დააუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით.

იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მონაწილეობის მსურველი  ბე“- ნაცვლად წარმოადგე უპირობო დაგამოუხმობ საბანკო გარანტიას, მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდააღემატებოდეს შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის ვადას.  

აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებასგამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები.

აუქციონში გამარჯვების პირობა  მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდესგამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა

აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონშიგამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

 ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ვებგვერდზე www.eauction.ge

 აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დაათვალიეროს საპრივატიზებო ობიექტი.  

 ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერწარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულებისხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადამუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე,აგრეთვე, სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვიაელექტრონული აუქციონის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისკოდექსით“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებულიმუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისისაპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორებისწესებითგანსაზღვრული წესი ან/და პირობები.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებულიპირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე ანწარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენმონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვისგადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკოგარანტია სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს შემდეგ საკონტაქტო პირებს:  გოჩა ჩიქოვანი, მობ: 599 85 66 07;   ედუარდ მალანია, მობ: 599 85 65 99 (მის: დაბა ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ.1,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა).

See link
Share page