სოფელ ჭოღაში ასფალტირებული გზა იგება

30 June, 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ , გამგებლის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჭოღაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. შეხვდნენ მოსახლეობას და მათ საჭიროებებს გაეცნენ. ადგილობრივებმა მადლიერება გამოთქვეს და აღნიშნეს,რომ გზის დაგებით სოფელში წლობით დაგროვილი პრობლემა გადაიჭრა. მეორე ჭოღაში საავტომობილო გზის 4–კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ასფალტო – ბეტონის საფარით მიმდინარეობს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 639 745 ლარით,ხოლო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 032 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი" ასრულებს . დასაქმებულია 20–ამდე მუშა–ხელი. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 

 

Share page