გამგებელმა ქუჩის სავარჯიშოები დაათვალიერა
დაბა ჩხოროწყუში, ჩოგბურთისა და ფეხბურთის მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩის სავარჯიშოების მონტაჟი დასრულდა. შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ დაათვალიერა. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სავარჯიშო მოწყობილობებით.