გამგებელმა მოსახლეობასთან შეხვედრა ყველა სოფელში გამართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ მოსახლეობასთან შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროს დათო გახარიასთან ერთად , ყველა სოფელში ჩაატარა და ადგილობრივებს ინვაზიური მავნებლის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გააცნო. შეხვედრა მიზნად ისახავდა ,,აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ მიმდინარე და ჩასატარებელი ღონისძიებების მოსახლეობისთვის გაცნობას. ადგილობრივებმა მიიღეს რეკომენდაცია უსაფრთხოების ნორმების დაცვაზეც. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სულ 4 808 ჰა თხილის ფართობი დამუშავდება. აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები უკვე დაიწყო.