გამგებელმა დღეს მოქალაქეები მიიღო
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ მოქალაქეები მიიღო და მათ საჭიროებებს გაეცნო. ადგილობრივების პრობლემები, ძირითადად, სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ეხებოდა. დათო გოგუამ თითოეული მოქალაქის განცხადება განიხილა და მათი გადაჭრა შესაბამის სამსახურებს დაავალა. შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის სამშაბათი და პარასკევი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელთან მოქალაქეთა მიღების დღეებია, თუმცა , საჭიროების შემთხვევაში, დათო გოგუა მოქალაქეებს ყოველდღე ღებულობს.