სარაქონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ საკრებულოს წევრებთან ვალერიანე იზორიასთან და გიორგი ახალაიასთან ერთად სოფელ კირცხში, სარაქონის უბანში, მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. როგორც ცნობილია , აღნიშნულ უბანში გზის მოასფალტება განხორციელდება. ასფალტო–ბეტონის საფარი 2კმ–ს მანძილზე დაიგება. სამუშაოებს 440 087 ლარით საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერაა დაფინანსებული. აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა დამთავრდეს, სამუშაოებს შ.პ.ს. ზუგდიდის საგზაო სამმართველო ასრულებს.