ღონისძიება ისტორიულ მუზეუმში

2 June, 2017

დღეს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს ეგიდით ჩატარდა ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიება გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის N 10 საჯარო სკოლის პედაგოგმა სოფო გოგოხიამ. შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა. ღონისძიების ფორმატში ჩართული იყო ლექცია თემაზე ,,ბავშვთა უფლებები ", რომელიც წაიკითხა მუხურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია მებონიამ. ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებისთვის ნაჩვენები იქნა ფილმი ,,უჩინარი ბავშვები" .

 

ფოტო

Share page