ქარის მიერ მიყენებული ზარალი ჩხოროწყუში
23 აპრილის ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალი სოფელ კირცხში (სარაქონის უბანში ) დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ , კირცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერიანე იზორიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. როგორც ცნობილია , ქარის შედეგად გადახდილია საცხოვრებელი სახლების , ადმინისტრაციული შენობებისა და სოფელ ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის სახურავები. გაწყდა ელექტროგადამცემი ხაზები ,რომელიც ამჟამდ აღდგენილია და მოსახლეობას შუქი უპორობლემოდ მიეწოდება. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია ითვლის.