მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება
მუხლი 12. მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ერთჯერადი ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 200 (ორასი) ლარამდე ოდენობით გაიცემა:
ა) სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა აღემატება 65000-ს; ბ) პენსიონრებზე, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე ფულადი შემოსავალი პენსიის გარდა;
გ) მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და არ სარგებლობენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა დახმარებით;
დ) პირებზე, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები;
ე) პირებზე, რომლებიც არიან მწოლიარე ავადმყოფები;
ვ) პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ე) სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებას;
ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.