სოფელ თაიას ოცინდალეს წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის კურთხევა ჩატარდა
დღეს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას ოცინდალეს წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის კურთხევა ჩატარდა.
ოცინდალეს მონასტრის კურთხევა და საზეიმო საღმრთო ლიტურგია მიტროპოლიტმა შიომ სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
ტაძრის კურთხევას მრევლთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი დაესწრო.