შეხვედრა სოფელ ლესიჭინეში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობასთან

18 მარტი, 2022

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს და საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით განხორციელდა. დავით ფაცაციას განცხადებით, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

გააზიარე