საკრებულოს მორიგი სხდომა

5 თებერვალი, 2024

დღეს მუნიციპალის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები :

1. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის N22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის“ შესახებ.

2. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის“ შესახებ.

3. ,,ლეწურწუმის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩისთვის, 2020 წლის 20 ნოემბერს ტრაგიკულად დაღუპული გენრიდ წახნაკიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით".

აღნიშნული საკითხები სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული.

 

გააზიარე