საკრებულოს მორიგი სხდომა

11 April, 2022

4 აპრილს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

საკრებულოს სხდომაზე განსახილველად და შემდგომ დასამტკიცებლად დღის წესრიგში განიხილებოდა შემდეგი საკითხები:

1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე. 3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

4. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ხაბუმის 39-ე ქუჩის სახელდების მიზანშეწონილობის შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

6. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ქირავნობის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

7. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ქირავნობის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

8. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ქირავნობის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან N1 საკითხს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის დამტკიცებას პარტიებმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ,,გახარია-საქართველოსთვის" წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი განცხადებით ბიუჯეტის შესრულების ნაწილში არსებობს პასუხ გაუცემელი კითხვები მმართველი პარტიისგან. დანარჩენ საკითხებს დასამტკიცებლად კენჭი ხმათა უმრავლესობით ეყარა.

ამით, საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.

+35

გააზიარე