საკრებულოს ბიუროს სხდომა

29 მარტი, 2022

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. ბიუროს სხდომის დაწყებამდე ბიუროს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომართა ხსოვნას.

ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით განიხილეს შემდეგი საკითხები :

1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

4. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ხაბუმის 39-ე ქუჩის სახელდების მიზანშეწონილობის შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

6. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ქირავნობის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

7. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ქირავნობის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

8. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ქირავნობის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების საკრებულოს სხდომაზე განსახილველად და შემდგომ დასამტკიცებლად გატანას მხარი დაუჭირეს.

+26

გააზიარე