ქალაქ ჩხოროწყუში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია

11 აგვისტო, 2022

ქალაქ ჩხოროწყუში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია.

ჩხოროწყუს კულტურის სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა.

კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

სამუშაოებს კომპანია შპს "აი-ქეი-ბი" ასრულებს.

 სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.

გააზიარე