შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ ჯომიდავა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვერდაზე ახალი სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ აღნიშნული საკითხების მიმართ სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.