საჯარო განხილვა
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის კმ 36+700-ზე მდ. ოჩხომურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2020 წლის 14 თებერვალი, 14:00 საათი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფ. პირველი ჭოღას საჯარო სკოლის შენობაში.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აღნიშნულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფ. პირველი ჭოღას საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვები ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 9 მარტამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge