მუნიციპალიტეტში მიმდინარე ევროპის სპორტის კვირეული დასრულდა
საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს კოორდინირებით საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ევროპის სპორტის კვირეული. აღნიშნული კვირეული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მეორედ გაიმართა. კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ როგორც საჯარო, ისე სასპორტო სკოლის მოსწავლეები. მთელი კვირის განმვალობაში ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიმდინარეობდა სანახაობრივ და საშეჯობრო მიმართულებით. ევროპის სპორტის კვირეული ევროკომისიის ინიციატივით დაარსდა და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას. ევროპის სპორტის კვირეულში გამარჯვებულები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ დიპლომებითა და შესაბამისი ხარისხის მედლებით დააჯილდოვეს.