შეხვედრა წარმატებულ პედაგოგ - მელორი ცქვიტაიასთან

17 ივნისი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წარმომადგენელს - მიხეილ (მელორი) ცქვიტაიას შეხვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს მას. მელორი ცქვიტაია აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია, სკოლაში მუშაობის პერიოდში მან არაერთ წარმატებას მიაღწია. მელორი ცქვიტაია მუშაობს ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო საკითხთა და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად. 2019 წლის 15 ივნისს ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. ფინალის გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება, რომელსაც 10 000 ლარი გადაეცემა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მელორი ცქვიტაიას ამ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს მას.

 

გააზიარე