მუნიციპალიტეტში მასობრივი მძლეოსნური გარბენი გაიმართა

23 ივნისი, 2024

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, დღეს , ქალაქ ჩხოროწყუში სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მასობრივი მძლეოსნური გარბენი გაიმართა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენები. გამარჯვებულები დიპლომებითა და მედლებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს. მონაწილეებს სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ემბლემით მაისურები გადასცა.

 

გააზიარე