მერმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა
დღეს მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხაბუმეს #3 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს ,კარიერული წინსვლა და წარმატებები უსურვეს და მათ გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს. ხაბუმეს #3 საჯარო სკოლიდან დღეს 2 ღვაწლმოსილი პედაგოგი: ეთერ ფაცაცია და გენული გოროზია გააცილეს. დათო გოგუა და გოჩა ჩიქოვანი სახლში ესტუმრნენ და მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს ასევე ღვაწლმოსილ პედაგოგ ციალა წურწუმია-კვირკველიას.