ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე საჯარო განხილვა

3 April, 2017

საკითხის საჯარო განხილვა

3   აპრილი,   2017  წელი

ჩხოროწყუს   მუნიციპალიტეტის  გამგეობა  (მის: დაბა ჩხოროწყუ,  დ. აღმაშენებლის ქ.N1)  გიწვევთ  დაბა  ჩხოროწყუსთვის  ქალაქის  კატეგორიის მინიჭების თაობაზე  საკითხის  საჯარო განხილვაზე. საჯარო   განხილვის   მიზანია   დაბა ჩხოროწყუს   დასახლებისათვის  კატეგორიის შეცვლისა და ქალაქის კატეგორიის  მინიჭების  თაობაზე ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგებლის  წინადადების  წარდგენასთან   დაკავშირებით  მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვა. გთხოვთ,   თქვენი   მოსაზრებები  და   წინადადებები  საკითხთან  დაკავშირებით წარმოგვიდგინოთ  20 დღის ვადაში ელექტრონულ ფოსტაზე  info.gamgeoba@gmail.com

ასევე მიმდინარე წლის  7 აპრილს,  13:00  საათზე,   ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის   კულტურის  სახლში   (მის:  დაბა  ჩხოროწყუ,  დ. აღმაშენებლის ქ. # 6 )   გაიმართება  დაბა  ჩხოროწყუს  მოსახლეობასთან  საჯარო  შეხვედრა. დაინტერესებულ  პირებს  გთხოვთ  მობრძანდეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:  599 85 65 88 – ნონა პაპავა.

    მასალა  იხილეთ  შემდეგ  ბმულზე:

დაბა ჩხოროწყუს  დასახლებისათვის  კატეგორიის   შეცვლისა  და  ქალაქის კატეგორიის   მინიჭების    მოტივაცია   და  დასაბუთება,  კატეგორიის  საქართველოს ორგანულ  კანონთან  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსთან“ შესაბამისობის  თაობაზე.

გააზიარე