ქალაქ ჩხოროწყუში 125, ხოლო ლესიჭინეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება

15 აგვისტო, 2024

ქალაქ ჩხოროწყუში 125, ხოლო ლესიჭინეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება.  ბაღების მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება. ბაღების შენობები ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. მიმდინარე სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს სოფელ მუხურში N2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ბაღის შენობა და კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზოც. აბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება.

 

გააზიარე