ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სკოლების მშენებლობა და სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

16 აგვისტო, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სკოლების მშენებლობა და სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში 4 საჯარო სკოლის მშენებლობასა და 1 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მიმდინარე სამუშაოებს ქალაქ ჩხოროწყუში, სოფელ ზუმში, ნაფიჩხოვოში, კირცხსა და ლეწურწუმეში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

 

გააზიარე