ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიასთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

19 August, 2024

სოფელ კირცხის ცენტრში, გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია საყრდენი კედლისა და სანიაღვრე არხის მოწყობით ხორციელდება, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ნაშელუსა და საჯიქიოს უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ნაშელუს უბანში, გზის 5 კმ- იანი მონაკვეთის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 905 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,საგზაო“ ასრულებს. ასევე, საჯიქიოს უბანში 5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშოებს შპს „საგზაო“ ახორციელებს. რომლის ბიუჯეტი 2 890 000 ლარს შეადგენს.  პროექტი ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.  მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ასევე ქალაქ ჩხოროწყუში ,ლექვარცხეს უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნულ უბანში გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით მიმდინარეობს.

 

Share page