ბიუროს სხდომა
18 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.
4. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.
6. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.
საკრებულოს ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას.