პროფესორი ჯონი აფაქიძე სამუშაო ვიზიტით ისტორიულ მუზეუმს ეწვია
ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმს ათდღიანი სამუშაო ვიზიტით ბერლინიდან ეწვია გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ჯონი აფაქიძე, რომელიც მუშაობს გერმანიის კვლევითი საზოგადოების სამეცნიერო პროექტზე ,,ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კოლხური კულტურის განძები დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიაში.“ ჯონი აფაქიძეს შეხვდნენ და მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა. ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში დაცულია კოლხური კულტურის ბრინჯაოს ფრიად საინტერესო 4 განძი, რომლის შესახებაც ინფორმაცია გერმანიაში გამოსაცემ პუბლიკაციაში ,,კოლხური კულტურის განძების შესახებ“ გამოქვეყნდება..