ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქ. ჩხოროწყუში, დ. აღმაშენებლის ქ. #5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი რაიაღმასკომის შენობა) პრივატიზება დემონტაჟის მიზნით

Publish date: 26 February, 2019
End date: 7 March, 2019

განმკარგავი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ქუჩა(დასახელება/ნომერი)

ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ.№5

 

 

იმდინარე ფასი:15000.00 e
თქვენი ფასი:16500.00 e
ბიჯი:

 

 

მოკლე აღწერილობა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. #5-ში მდებარე  657.00 კვ.მ.  შენობა-ნაგებობა (ყოფილი რაიაღმასკომის შენობა),  საერთო ფართით 1390.35 კვ.მ. (I სართული - 525.12 კვ.მ.  II  სართული - 520.1 კვ.მ., III სართული - 345.13 კვ.მ.).
პირობა

1.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს შენობის სრული დემონტაჟი, დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ;  

ბ) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების, სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის მოწესრიგება-დასუფთავება დემონტაჟისთვის განსაზღვრულ ვადაში;

გ) სადემონტაჟო სამუშაოები განახორციელოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით;

დ) დემონტაჟი (ტერიტორიის მოწესრიგება-დასუფთავების ჩათვლით) დაასრულოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში;

ე)   აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი სრულად გადაიხადოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან   30 კალენდარული დღის ვადაში.
აღწერილობა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ჩხოროწყუს  დ. აღმაშენებლის ქ. # 5-ში მდებარე  შენობა-ნაგებობის (ყოფილი რაიაღმასკომის შენობა) პრივატიზება ხდება პირობებიანი  ელექტრონული აუქციონის ფორმით, დემონტაჟის მიზნით, მიმაგრებული მიწის გარეშე.

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“ (აგრეთვე მიმაგრებულია ფაილი), ასევესაქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტისქონების  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის დაანგარიშსწორების წესები“, ამ წესებში იხილეთ ასევე აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი,ქონების მიმღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისშემთხვევაში ქონების მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები.

ყურადღება:

 

ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ქონების  შემძენი შეიძლება იყოსფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ანსაქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

ვებგვერდზე www.eauction.ge-ზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულებისგადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმებიშეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორისშესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით.

იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მონაწილეობის მსურველი „ ბე“-ს ნაცვლად წარმოადგენს უპირობო დაგამოუხმობ საბანკო გარანტიას, მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდააღემატებოდეს შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის ვადას.  

აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებასგამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები.

აუქციონში გამარჯვების პირობაა  მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდესგამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა

 აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონში  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

 ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ვებგვერდზე www.eauction.ge

See link
Share page