იურიდიული განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას/ექსპერტიზას, რომელიც გამგებლის მიერ არის ინიცირებული;
ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოში მერის მიერ განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას პროექტების საკრებულოს სხდომაზე განსახილველად;
გ) წარმოადგენს გამგეობას საქართველოს საერთო სასამართლოს ყველა ინსტანციაში;
დ) უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;
ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე;
ვ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს, ითანხმებს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხს;
ზ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მერის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.);

განყოფილება შედის ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში.

იურიდიული განყოფილების უფროსი

ეკატერინე კვარაცხელია

საკონტაქტო ინფორმაცია

მობ: 599-85-66-00

E-mail: ekaterinekvaracxelia1@gmail.com

სამუშაო გამოცდილება

2000-2004 წწ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი.

2004 წლიდან დღემდე ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი.

განათლება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის  უნივერსიტეტი , სპეციალობა – იურისტი

განყოფილების მთავარი სპეციალისტი
  • ვლადიმერ ესართია - მობ: 599 85 02 51

 

Share page