ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

7 ივნისი, 2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ,მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ლეწურწუმესა და ნაფიჩხოვოში მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებმა ღიად ისაუბრეს იმ საჭიროებებსა და პრობლემებზე ,რაც სოფელში არსებობს. მთავარ პრობლემად სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დასახელდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ სოფლებში წყლის პრობლემა წელსვე გვარდება. ნაფიჩხოვოში წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე იხარჯება, სამუშაოები კი რამდენიმე დღეში დაიწყება. რაც შეეხება ლეწურწუმეს, აქ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 380 ათასი ლარია გათვალისწინებული.

გააზიარე