ხაბუმეს პირველი საჯარო სკოლის მოიდანახის კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს

18 აგვისტო, 2021

✔ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ხაბუმეში, მოიდანახის უბანში, სსიპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს პირველი საჯარო სკოლის მოიდანახის კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადახურვითი სამუშაოები. სკოლის შენობა აზბესტო-შიფერით იყო გადახურული, რაც პროფნასტილის სახურავით შეიცვალა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 49 500 ლარით ფინანსდება.სოფელ ხაბუმეში დასრულდა ასევე, 60 მოსწავლეზე გათვლილი N3 საჯარო სკოლის მშენებლობა. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.

გააზიარე