ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო
საჯარო ინფორმაცია

ვაკანსიები

ვაკანსია – ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მოქალაქეთა

მომსახურების განყოფილების სპეციალისტი

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა –15.04.2017

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ - გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
2. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) კანდიდატმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი, ხოლო უცხო ენაზე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი;
3. გასაუბრება გაიმართება იმ კონკურსანტებთან, რომლებმაც გადალახეს კონკურსის პირველი ეტაპი-განცხადებების გადარჩევა.
4. კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან სავალდებულო დოკუმენტაცია არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;
5. გასაუბრების ჩატარების თარიღი და კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე

 


 
გააზიარე