თოვლის ბაბუამ პატარებს საახალწლო სურვილები აუხდინა

6 იანვარი, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში , საახალწლოდ, პატარებისთვის ,,სურვილების ყუთი" იყო განთავსებული. დღეს ახალგაზრდული მერიის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერის დათო გოგუას მხარდაჭერით, თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირებთან ერთად ,პატარებს წერილში მითითებულ მისამართზე ესტუმრა და მათ საახალწლო სურვილები აუსრულა.

გააზიარე