თავშესაფრის გარეშე დარჩენილთათვის ან /და მიუსაფართათვის

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის აქვს  უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2018 წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფის) პროგრამა

  1.  ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200-დან 5000 ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტურობის აქტის შესაბამისად. 
  2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

         ა) განცხადება მერის სახელზე;
        ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
        გ) ცნობა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან ხანძრის შემთხვევაში, ხოლო სტიქიის შემთხვევაში
         – შესაბამისი კომისიის აქტი ან გეოლოგიური დასკვნა (მეწყრის შემთხვევაში);
       დ) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები;
        ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

      3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე  ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში 100 ლარის ოდენობით.
      4. დახმარების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭებათ:

          ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პრობაციონერებს;
         ბ) მარტოხელა მშობელს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
            შვილები;
         გ) მარტოხელა, შრომისუუნარო უსახლკარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არ
              ჰყავთ მარჩენალი;
         დ) ხანდაზმული, პენსიონერი მოქალაქეები, რომელთაც არა ჰყავთ მარჩენალი.

       5. ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის სახით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარებით ვერ ისარგებლებენ შრომისუნარიანი პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ არცერთ კატეგორიას.
      6. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

          ა) განცხადება მერის სახელზე;
         ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
         გ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის ქონების არარსებობის შესახებ;
         დ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა და სხვა არსებული დოკუმენტები;
          ე) ნოტარიულად დადასტურებული სამი მოწმის (მეზობლის) ჩვენება მოქალაქის უსახლკარობის შესახებ;
          ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის  დადგენილება №1

 

გააზიარე