სტუმრად ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში

11 აგვისტო, 2017

დღეს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმს ეწვივნენ ამჟამად მოლდავეთში მოღვაწე ჩხოროწყუელები: მოლდავეთში ქართველთა სათვისტომოს დამაარსებელი და ხელმძღვანელი ,მოლდავეთის პარლამენტის ყოფილი წევრი – ჯუმბერ თოდუა, მისი შვილი, ცნობილი პოლიტოლოგი, 7 წიგნის ავტორი, ზურაბ თოდუა. მათ დაათვალიერეს ისტორიული მუზეუმი და შეხვდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს. სტუმრებმა მუზეუმს საჩუქრად გადასცეს გობელენი სტეფან III –ის გამოსახულებით.

გააზიარე